×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სამუშაო შეხვედრა ასოციაციაში

  • 2017-11-17 15:26:10
news image
17 ნოემბერს, საქართველოს ბიზნეს აკადემიაში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი სასწავლებლების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნა პრობლემატური საკითხები. მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააკეთეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ბერაიამ, ვიცე პრეზიდენტებმა მაია ჩიხლაძემ, ია ერაძემ. განხილული იქნა ასევე ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტი და კვოტის დათვლის მექანიზმი მოდულურ პროგრამებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ, სამსახურის კოორდინატორებმა ქეთი ციხისელმა და ნინო ხითარიშვილმა.ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.