×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

დამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემა

  • 2017-12-04 15:42:06
news image
"სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში დასრულდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე განხორციელებული "ექთნის თანაშემწის", „ფარმაცევტის თანაშემწის“ მოკლევადიანი პროგრამების კურსი. 4 დეკემბერს მოხდა კურსდამთავრებულ მოსარგებელთათვის სერთიფიკატების გადაცემა. განხორციელებული პროგრამების შედეგებზე ისაუბრა სამედიცინო აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ. სიტყვით გამოვიდნენ პროგრამის განმახორციელებელი აკადემიის პედაგოგები, - ნინო ცინცაძე, მარინა ცეცხლაძე, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროგრამის განმახორციელებელი მზია ბაკურიძე, სასწავლებლის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ადმისტრაციის სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოც. მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი დალი ბერიძე. აღინიშნა, რომ აკადემიაში იყო შექმნილი სათანადო პირობები. პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების, თვალსაჩინოებითი თუ „სახარჯი“ მასალების გამოყენებით, პრაქტიკის ბაზებზე ჩართულობით ტარდებოდა თეორიული, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობები. ითქვა, პროგრამებით მოსარგებლეების დიდი დაინტერესების, მონდომების და სასწავლო პროცესის ყველა კომპონენტში მათი აქტიური ჩართულობის შესახებ. სიტყვით გამოსულმა მოსარგებლეებმა, - ნაზი დუმბაძემ, იამზე სარაჯიშვილმა, თეო ესეფიძემ, ელდინო ვერძაძემ მადლობა გადაუხადეს პროგრამაში ჩართულ აკადემიის ადმინისტრაციულ და პედაგოგიურ პერსონალს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მათ მომზადება-გადამზადებაში გაწეული ღვაწლისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ქეთევან ლომაია. მან მიულოცა მოსარგებლეებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება. დასასრულს მოსარგებლეებს გადაეცათ სერთიფიკატები, გაიჭრა ღონისძეიბის ტორტი.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.