×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

დასაქმების სახელმწიფო პროგრამით აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოშვება

  • 2018-12-11 04:25:07
news image
10 დეკემბერს დამთავრდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე მოქმედი სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასერთიფიკატო პროგრამა "პრაქტიკოსი ექთანი". მოეწყო კურსდამთავრებულთა მორიგი გამოშვება. კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერთიფიკატები გადაეცათ მოსარგებლეებს, - მაია აბუსელიძეს, ირინე ბერიძეს, გულნაზ ბოლქვაძეს, თამარ გასვიანს, თინათინ დარცმელიძეს, ეკატერინე პატარიძეს, ანანო ფარტენაძეს, თეა ჯავახიძეს. კურსის მუშაობა შეაჯამა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღნიშნა: მოსარგებლეთა პასუხისმგებლობა, მოტივაცია-მონდომება ხანმოკლე დროის ფარგლებში მიეღოთ მეტი ცოდნა-გამოცდილება. ამდენად ნაყოფიერი იყო ჯგუფის მუშაობა. შესაბამისად, ნაწილმა მედცენტრისაგან მიიღო შეთავაზება სტაჟირებაზე ჩართულობისა დასაქმების პერსპექტივით. მოსარგებლეებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს ინგა შალამბერიძემ, (პროგრამის ხელმძღვანელი), შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი), დალი ბერიძემ (დასაქმების სააგენტოს ბათუმის ცენტრის მთავარი სპეციალისტი), პროგრამის განმახორციელებლმა პედაგოგებმა, - ქეთევან ნოზაძემ, მარინა ცეცხლაძე, ნინო ცინცაძემ, ნარგიზ ბუცხრიკიძემ. მოსარგებლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს აკადემიაში არსებული შესანიშნავი პირობების გამო, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა წარმატებით გაევლოთ პროგრამული კურსი. გამოხატეს მადლიერება პერსონალის მიმართ. დასარულს გაიჭრა ტორტი.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.