×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ერთობლივი ღონისძიება ძუძუს კიბოს პრევენციის თაობაზე

  • 2019-10-28 07:36:23
news image
ძუძუს კიბოს დასაძლევად საერთაშორისო მოძრაობის ფარგლებში 28 ოქტომბერს გაიმართა „ბათუმის სამედიცინო აკადემიისა“ და „მაღალტექნოლოგიურ ჰოსპტალ „მედცენტრის“ ერთობლივი ღონისძიება. იგი მიეძღვნა გაეროს მიერ ოქტომბრის „ვარდისფერ თვედ“ ანუ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვედ გამოცხადებას. რაც ყველა კეთილი ნების ადამიანს შეახსენებს ამ დაავადებას და თუ რა პროფილაქტიკური ზომები უნდა გატარდეს მისი თავიდან აცილების, მკურნალობის მიმართულებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის სტუდენტები, თეთრ ხალათებზე გაკეთებული ვარდისფერი ბაბთებით, პერსონალი, „მედ ცენტრის“ წარმომადგენლები. ძუძუს კიბოს შესახებ საინტერსო საჯარო ლექციით გამოვიდა წამყვანი ექიმ-ონკოლოგი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი მზია ხალვაში. დაავადების პრევენციებზე ისაუბრეს „მედცენტრის“ დირექტორმა მედეა ქაჯაიამ საავადმყოფოს უფროსმა ექთანმა ქეთევან დიასამიძემ, პიარ მენეჯერმა მაიკო ცინცაძემ, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ (ღონისძიების ორგანიზატორი). იყო შეკითხვები სტუდენტთა მხრივ. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აკადემიის პროფესიული მასწავლებლები, - სოფიო ბრუნჯაძე (ბიოლოგიის დოქტორანტი), ნანა ანანიძე, აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით მოსახლეობის განათლების ამაღლების აუცილებლობაზე. მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, „მედცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვედრის მომზადებასა და მასში აქტიური ჩართულობისთვის.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.