×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ფორმალურ განათლებაზე ტრენინგი აკადემიაში

  • 2019-11-04 07:36:23
news image
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნანა შარაბიძე. მან გარე მხადაჭერის ფორმატში აკადემიის ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალისათვის ჩაატარა ტრენინგი „ფორმალური განთლების აღიარების წესის“ შესახებ. შესავალში მიმოიხილა არაფორმალური განათლების არსი და შედეგის მიღწევის წესი. მთავარი ყურადღება დაეთმო ფორმალური განათლების აღიარების წესს. მან ტრენინგის მონაწილეთ აუხსნა ფორმალური განათლების აღიარების არსი, მიზანი და მნიშვნელობა, ფორმალური განათლების აღიარების პროცედურები. სამულაციო მაგალითზე ექსპერტმა წარმოადგინა ფორმალური განათლების აღიარების პროცესი. შეიქმნა 3 ჯგუფი (სტუდენტი, კონსულტანტი და კომისიის წევრები), სადაც განხილული იქნა ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა და საგანმანათლებლო პროგრამების „ფარმაცია (სააფთიაქო)“, და „საექთნო განათლების“ თავსებადობა. პროფესიული განათლების მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში და გაართვეს თავი დავალებებს. შეხვედრა მიმდინარეობდა თბილ, მშვიდ ვითარებაში.ტრენინგს ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ინგა ვარდიძე, საგანმანათლებლო პროგრამების „საექთნო განათლება“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პროფესიული განათლების მასწავლებლები.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.