×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიციცხლე"

  • 2019-11-08 07:36:23
news image
ამ მოტივით 8 ნოემბერს, სტუდენტთა გაერთიანების აქტიური ჩართულობით, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდასისხლის ჩაბარების აქცია. სასწავლებელს ეწვივნენ სისხლის ბანკის "ჰემა - 2012"- ის წარმომადგენლები. აქციაში მონაწილეობდნენ აკადემიის "საექთნო განათლების" და "ფარმაციის (სააფთიაქო)" საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. შეკრებილ ახალგაზრდებს აღნიშნული აქციის მიზანდასულობაზე, ასევე თუ ვის შეეძლო აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიღება, ესაუბრენ სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, "ჰემა - 2012" -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ბერიძე. სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი გაიღო ცამეტმა სტუდენტმა. იმ შეგნებით, რომ თითოეული მათგანის გაღებულ სისხლს შეუძლია გადაარჩინოს მინიმუმ სამი ადამიანის სიცოცხლე. ეს არის მათგან საპატიო და საამაყო მოქლაქეობრივი ვალის შესრულება.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.