×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ერთობლივი ტრენინგ-სემინარი

  • 2015-04-15 01:19:28
news image
30 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის აკადემიის ერთობლივი ტრენინგ–სემინარი თემაზე: "ადამიანი და კანონი". ტრენინგ–სემინარს უძღვებოდა პოლიციის აკადემიის მე–4 კურსის სტუდენტი ნიკოლოზ აბუაშვილი. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, დაისვა მრავალი შეკითხვა და გაიმართა მწვავე დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ აკადემიის პედაგოგები, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი. ღონისძიების დასასრულს გაჟღერდა რომ აკადემიის დირექტორის, პროფესორ რევაზ უზუნაძის გადაწყვეტილებით ნიკა აბუაშვილს მიენიჭა "აკადემიის მეგობრის" სტატუსი, ღონისძიების ეფექტური წარმართვის, აუდიტორიასთან საქმიანი, კეთილგანწყობილი და გულითადი ურთიერთობის დამყარებისათვის.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.