×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სტუმარი ბათუმის სამედიცინო აკადემიაში

  • 2016-10-13 11:54:28
news image
12 ოქტომბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა მოდულების დანერგვის გარე მხარდამჭერისა და კონსულტირების სპეციალისტი დარეჯან ლოსაბერიძე. გაეცნო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. დაესწრო მოდულებზე "ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა" (განმახორციელებელი ნ. თებიძე), "გაცნობითი პრაქტიკა" (განმახორციელებელი გ.აბაშიძე), "რეცეპტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვა" (განმახორციელებელი ი.ვარდიძე), "მომხმარებლისათვის ბავშვთა კვების და ჰიგიენური საგნების შერჩევა" (განმახორციელებელი მ.კვირიკაძე), ლექციური, პრაქტიკული და განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების განხორციელების პროცესს. შეხვდა აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურისა და შიდა მხარდამჭერი ჯგუფის წევრებს, მოდულების განმახორციელებელ პერსონალს. კონსულტირებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სასწავლო პროცესის დაგეგმვა-განხორციელების, სტუდენტთა შეფასების კომპონენტებს. აღინიშნა, რომ სრულყოფას საჭიროებს მოდულური პროგრამები, სახელმძღვანელოები.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.