×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

აკადემია 23 დეკემბრის შეხვედრაზე

  • 2016-12-23 12:26:05
news image
23 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიან მარიოტში" გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეხვედრა მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პროფესიულ სასწავლებელთა პედაგოგებთან, სტუდენტებთან. მოხდა პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია. ყურადღება დაეთმო არსებულ გამოწვევებზე რეაგირებასა და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას.

ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროგრამის განმახორციელებელი), სტუდენტები - ნინო კახაბერიძე (პრაქტიკოსი ექთნის სპეციალობის V დონე), ელზა უზუნაძე (ფარმაცევტის თანაშემწის სპეციალობის ΙV დონე).

მოდულური პროგრამების დანერგვაში სამედიცინო აკადემია წამყვან პოზიციაზეა. შესაბამისად, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროგრამის განმახორციელებელი მზია ბაკურიძე, დაჯილდოვდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სიგელით „პროფესიული მოდულური საგანამანათლებლო პროგრამების დანერგვაში შეტანილი განსაკურებული წვლილისათვის.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.