×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

აკადემიის მონაწილეობა ქუთაისში გამართულ სემინარის მუშაობაში

  • 2017-08-18 14:19:38
news image
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებელისათვის, მ/წლის 3–4 აგვისტოს ქუთაისში გაიმართა სემინარი.ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე. სემინარზე ყურადღება დაეთმო – მოდულური პროგრამების შემუშავებას, მათ შორის დუალური პროგრამით მათი განხორციელების, ხარისხის შიდა მექანიზმების ეფექტურობი გაძლიერებას, მოდულური პროგრამების დანერგვისა და განხორციელების, ავტორიზაციის სტანდარტებთან, პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს. სემინარი გარკვეულად მიმდინარეობდა კითხვა–პასუხის რეჟიმში. იყო რეკომენდაციები, სტუდენტის მტკიცებულებებთან დაკავშირებით ითქვა, რომ სასწავლებელს აქვს უფლება, კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ არ შეინახოს კურსდამთავრებულთა მტკიცებულებები. განხილულ საკითხებზე ჩატარდა დაწესებულების წარმომადგენელთა ტესტური გამოკითხვა. ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა აკადემიის წარმომადგენელი ინგა შალამბერიძე, რისთვისაც მან დაიმსახურა შექება და აპლოდისმენტები.სემინარი იყო საინტერესო და მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სასწავლებელს ახალი მოდულური პროგრამების დანერგვასა და არსებულის უკეთ განხორციელებაში.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.