×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

დოქტორანტი აკადემიელი

  • 2017-09-08 14:22:38
news image
სულ ახლახან ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოვიდა სასიხარულო ცნობა, - აკადემიის პროფესიული მასწავლებელი ბიოლოგიის მაგისტრი სოფიო ბრუნჯაძე გახდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მან წარმატებით გაიარა დოქტურანტურაში ჩარიცხვის ეტაპები. იგი 10 წელია მუშაობს აკადემიაში. სოფიკო არის წარმატებული პედაგოგი. აქტიურადაა ჩართული აკადემიის საქმიანობაში. ხელმძღვანელობს სტუდენტთა გაერთიანებას. გამოირჩევა კვლევითი მუშაობის კარგი უნარით. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტების მიერ მომზადებულმა თემებმა არაერთხელ მოიპოვეს საპრიზო ადგილები აკადემიის სტუდენტთა, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციებზე. დარწმუნებული ვართ სოფიკო ასეთივე წარმატებით მიაღწევს დასახულ მიზანს და მოიპოვებს დოქტორანტის სამეცნიერო ხარისხს. სოფიო ბრუნჯაძის სახით დარგს შეემატება კარგი პროფესიონალი.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.