×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

გარე მხარდაჭერის სპეციალისტის ვიზიტი აკადმიაში

  • 2017-09-10 14:24:38
news image
მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის ფარგლებში, მ/წლის 6-8 სექტემბერს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტი ქეთევან ლომაია. ვიზიტის მიზანდასახულობიდან გამომდინარე საუბარი იყო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 16 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე აკადემიაში მოქმედ „ფარმაცევტის თანაშემწის“ და „პრაქტიკოსი ექთნის“ მოდულურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის წესის, პროცედურების თაობაზე. ექსპერტის რეკომენდაციით დაიგეგმა ცვლილებები არჩევით მოდულებში. იყო რჩევები აპლიკანტებისადმი ქართული ენის კომპეტენციის დადასტურების შესახებ. გაეცნო სტრატეგიული განვითარების 2017-2018 ს/წლის სამოქმედო გეგმას, აკადემიის დებულებას, სასწავლებლის მზადებას ახალი სასწავლო წლისათვის, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებს. ქალბატონ ქეთევანის ვიზიტმა ჩაიარა გამოცდილების, აზრთა ურთიერთგაზიარების, ჭეშმარიტად კონსულტირების რეჟიმში. შეხვედრაში აკადემიიდან მონაწილეობას ღებულობდნენ, - რევაზ უზუნაძე (დირექტორი), შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენჯერი), მზია ბაკურიძე (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ნარგიზ ბუცხრიკიძე (პროფესიული მასწავლებელი), დარეჯან უგულავა (საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერი), ნანა მატუა (ფინანსური მენეჯერი).
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.