×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

შეხვედრა ევროკავშირის განათლების ფონდია წარმომადგენლებთან

  • 2017-09-19 14:31:45
news image
19 სექტემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის განათლების ფონდის ("ევროპის საგანმანათლებლო ფონდი - ETF")წარმომადგენლებთან შეხვედრაში. რომელიც გაიმართა ბათუმის საზღვაო აკადემიაში. შეხვედრაში ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან მონაწილეობას იღებდნენ შორენა უზუანაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი). როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „ევროპის საგანამანათლებლო ფონდის“ წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია დაეხმარონ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ახალი პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, საქართველოში პროფესიული განათლების მდგომარეობის შესწავლა, საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებელში არსებული პრობლემების გაცნობა. ითქვა, რომ სასწავლებლებს დაეხმარებიან სახელმწიფო სტრუქტურებთან დარგის პრობლემების მოგვარებაში. სამედიცინო აკადემიიდან მონაწილეთა მხრივ აღინიშნა პროფესიულ განათლებაში არსებული ჩიხების შესახებ, - რომ დღემდე გადაუწყვეტელია პროფესიული სტუდენტის მიერ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა. რაც პროფესიულ განათლებას აკარგვინებს მიმზიდველობას. ითქვა პროფესიული განათლების კადრებით დამსქმებელთა მხრივ პრობლემის შესახებ. დამსაქმებლები ვაკანსიაზე ითხოვენ უმაღლესი განათლების მქონეთ. ასევე დღემდე გადაუჭრელია კერძო პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი. პროფესიულ სასწავლებელთა არასამართლიანი დაფინანსება ქვეყანაში ქმნის არაკონკურენტუნარიან გარემოს. ითქვა, რომ არსებული პრობლემები, ჩიხები ხელს უშლის პროფესიულ განათლების, განსაკუთრებით კერძო პროფესიულ სასწავლებელთა განვითარებას.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.